პარლამენტში ახალი საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა

22 სექტემბერი 2022, 11:07 593 ნახვა

პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა "ლელომ", საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად დაარეგისტრირა.

დოკუმენტი, რომელსაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა აქვს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. მას სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მხარს "ლელოს" გარდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმშენებელი," პარტია "საქართველოსთვის", "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი