გრიგოლ ნარსია წინასწარი დაკავების იზოლატორშია, საქართველოს ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიება ნარსიას ტერორიზმის მცდელობას, მძევლების აყვანასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება. მის ინტერესებს 5 ადვოკატი დაიცავს. პარალელურად იმერეთის სამხარეო პოლიციაში დილიდან მძევლებს ჰკითხავდნენ.