ბათუმის სახელმწიფო უნივრსიტეტში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა "კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირი, ძირითადი გამოწვევები და საქართველო" გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის 50 მდე სტუდენტი მონაწილეობს. ოთხი დღის განმავლობაში ახალგაზრდები საბაზისო ცოდნას მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროინტეგრაციის, ქვეყანაში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ.