საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტში მიიღო მონაწილეობა. "განათლების ტრანსფორმაციის სამიტი", ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით გაიმართა. სამიტში მონაწილეობა მიიღეს ასამბლეაზე მიწვეული სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე საკუთარი ხედვები წარადგინეს.