ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში 1 380 პირველკურსელი ჩაირიცხა. დღესვე ბსუ-ში ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელ სტუდენტს ლელა მახარაძეს პრემიის სახით 1 500 ლარი გადაეცა. 100%-იანი გრანტის მფლობელებს კი ერთჯერადი სტიპენდია 300-ლარიანი ვაუჩერი. უნივერისტეტის რექტორის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით საკმაოდ გაზრდილია და 98,6 %-ს შეადგენს. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა კი 156%-ით მოიმატა. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 500-მდე უცხოელი.