სალომე ზურაბიშვილი მეფე ჩარლზის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება

18 სექტემბერი 2022, 14:39 815 ნახვა

ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში