ასანთის ღერებით აწყობილი ბიგ-ბენი, სკოლა, თვითმფრინავი და სხვა მაკეტების გამოფენა მოეწყო ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში.ალექსანდრე აბუსელიძისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა. „ასანთის სამყაროში ჩატეული ხელოვნება“- ასე ქვია მის შემოქმედებას, რაც თვითნასწავლმა კონსტრუქრორმა საზოგადოებას წარუდგინა. სამომავლოდ გრანდიოზულ პროექტებზე იწყებს მუშაობას, რომელიც შესაძლოა მასშტაბურობიდან გამომდინარე რეკორდების წიგნშიც მოხვდეს. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა ხუთი დღის განმავლობაში ძმები ნობელების მუზეუმში შეუძლია.