ვინ გახდება სახალხო დამცველი

17 სექტემბერი 2022, 17:55 532 ნახვა

ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი გრძელდება - ვინ გახდება ქვეყნის სახალხო დამცველი? განაცხადების მიღება საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ კანდიდატს მომავალ კვირას დაასახელებენ. სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან განაგრძობს ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი. იქამდე კი პირველმა კანონმდებელმა შემფასებელი კომისია უნდა დააკომპლექტოს, ეს პროცესი კი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს. ყველა თანხმდება, რომ ახალი ომბუდსმენი საერთო კონსესუსით უნდა შეირჩეს. კონსულტაციებში ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობს, თუმცა მასში არ მონაწილეობს "სტრატეგია აღმაშენებელი". ისინი ამბობენ, რომ პროცესი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც სახალხო დამცველი უნდა შეირჩეს. პრეტენზიებს მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში