მეწყერი - სოფელ თხილვანის მოსახლეობას საფრთხე ემუქრება

16 იანვარი 2017, 00:00 2037 ნახვა

მეოთხე დღეა სოფელ თხილვანის მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. სოფელში მეწყერი 12 იანვარს გააქტიურდა, რამაც საფრთხე  61 ოჯახს  შეუქმნა. მიწის მასას მდინარის კალაპოტი ჩაკეტილი აქვს, რის გამოც ადგილობრივები შიშობენ, რომ თოვლის დნობისას მეწყრული პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ტერიტორია წლებია ეროზირებულია, რის გამოც მდინარესთან ახლოს მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებამ სხვადასხვა რეგიონში გაიყვანა. ჯამბულ ხოზრევანიძის განცხადებით, გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად გადაწყდება რა ტიპის დახმარება გაეწევა მოსახლეობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი