ესპანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი თბილისში კონცერტს გამართავს. კომპოზიტორი და გიტარისტი საბა იბერო მაყურებლის წინაშე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება. ფლამენკოს პირველი ქართველი შემსრულებელი დედაქალაქში, ჯგუფთან ერთად ჩამოვა. კონცერტზე მოწვეული განსაკუთრებული სტუმარი იქნება პაკო დე ლუსიას ჯგუფის სოლო გიტარისტი ანტონიო სანჩესი. ესპანელმა გიტარისტებმა საბა იბერო ფლამენკოს ახალი თაობის ერთ-ერთ წამყვან სოლო გიტარისტად აღიარეს.