სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორს აკრიტიკებენ. ისინი ეველინ ფარკას განცხადებებს ეხმაურებიან. ციტატა: „მედიაში გავრცელდა ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან. ქალბატონმა ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.