ყოფილი თანაგუნდელების ურთიერთბრალდებები

15 იანვარი 2017, 00:00 2148 ნახვა

,,ევროპული საქართველო” „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის შექმნაში ხელს არ უშლის და ტექნიკური და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად კონსულტაციების გასაწევადაც მზად არის”-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ახალმა პარტიამ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საპასუხოდ გაავრცელა. ,,კარგი იქნება, თუ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან „ქართული ოცნების“ ოპონირებაზე”- აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“. თინათინ ბოკუჩავა  კი თანაგუნდელებს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რომ ფრაქცია, რომელიც  ყოფილმა თანაპარტიელებმა შექმნეს, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის და პარტიიდან გასულებმა ახალი ფრაქცია უნდა შექმნან. ასევე  პარტიაში დარჩენილების ინფორმაციით, კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის თემა იყო პარტიის სამომავლო  გეგმები და 20 იანვრის პარტიული ყრილობა. უკრაინაში გამართული შეხვედრის ფოტო მასალა სოციალურ ქსელში პარტიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რომელზეც ჩანს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანაპარტიელებთან ერთად ლევან ვარშალომიძეც შეხვდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი