ცხოველთა მოვლა-შენახვისა და დაავადებების პრევენციის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ფერმერებსა და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ დაავადებებზე, რომელთა გავრცელების რისკებიც არსებობს. მოსახლეობას შესაბამისი საინფორმაციო მასალებიც დაურიგეს.