ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი ითხოვს ბათუმის მერმა გაასაჯაროვოს ავარიული სახლების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროცესი საჯარო უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში კი კითხვები ჩნდება კორუფციასთან დაკავშირებით. რეზო ხარაზს მიაჩნია, რომ ბათუმის მერის ხელშეწყობით კომისია დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, ვისთვისაც არა ქალაქის, არამედ მერის ინტერესები იქნება მნიშვნელოვანი.