გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური შეხვედრები იწყება. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციებია. პრემიერი მას მუშაობის პროცესთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას. საქართველოს პრემიერს მიიღებს გერმანიის პრეზიდენტიც. ბერლინში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.