ციხისძირიდან ურეკის დენდროლოგიურ პარკში, ხეების გადარგვას ეხებოდა ბრიფინგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში. ქობულეთის საკრებულოს დეპუტატები და პარტიის წევრები, ყოფილ პრემიერ-მინისტრს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მათი განცხადებით, ასწლოვანი ხეების ტურისტული ზონიდან გატანა მუნიციპალიტეტში გამწვანების პრობლემას შექმნის და ეკოლოგიაზეც აისახება. გარდა ამისა ისინი ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის ხარჯვაშიც ადანაშაულებენ. ,,ქართუ ჯგუფში” ოპოზიციის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებენ.