2024 წლის არჩევნების დიდი ნაწილი ელექტრონული სისტემით ჩატარდება

13 სექტემბერი 2022, 19:40 649 ნახვა

2024 წლიდან არჩევნები ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდება - ეს „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რეფორმის განსახორციელებლად კი, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შემუშავდეს კანონპროექტების პაკეტი და ის  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება. მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. გასულ წელს სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა თბილისის კრწანისის რაიონში. წელს კი,  საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის რვა საარჩევნო უბანზე. ინიციატივას იწუნებს ოპოზიციის ნაწილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მაღალმთიან რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილებს გაყალბებისთვის დაიტოვებს. ნაწილს კი გადაწყვეტილება მოსწონს, თუმცა საბოლოო შეფასებას მას შემდეგ გააკეთებენ, როცა მეტი დეტალი ეცოდინებათ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი