ყოფილი თანაგუნდელების ურთიერთბრალდებები

15 იანვარი 2017, 00:00 1914 ნახვა

,,ევროპული საქართველო” „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის შექმნაში ხელს არ უშლის და ტექნიკური და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად კონსულტაციების გასაწევადაც მზად არის”-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ახალმა პარტიამ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საპასუხოდ გაავრცელა. ,,კარგი იქნება, თუ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან „ქართული ოცნების“ ოპონირებაზე”- აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“. თინათინ ბოკუჩავა  კი თანაგუნდელებს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რომ ფრაქცია, რომელიც  ყოფილმა თანაპარტიელებმა შექმნეს, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის და პარტიიდან გასულებმა ახალი ფრაქცია უნდა შექმნან. 

ამავე კატეგორიაში