სტუდენტთა მობილობა

15 იანვარი 2017, 00:00 2237 ნახვა

სტუდენტთა მობილობა იწყება. გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. სტუდენტთა ადგილების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის მიწოდების ვადა ხვალ იწურება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს 400 ადგილზე აცხადებს შიდა და გარე მობილობას. ვაკანტური პოზიციები თითქმის ყველა სპეციალობაზეა. საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია კი ამჯერად მხოლოდ საკუთარი სასწავლებლის სტუდენტებს აძლევს სპეციალობის შეცვლის შანსს და 80 ადგილზე აცხადებს კონკურსს.

ამავე კატეგორიაში