“ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველების დაჯილდოების ცერემონიაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მძიმე ფონია პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში: გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ლანძღვა და აუტანლობა.