ნაციონალები ხეების გადარგვის წინააღმდეგ

15 იანვარი 2017, 00:00 2608 ნახვა

ციხისძირიდან ურეკის დენდროლოგიურ პარკში, ხეების გადანერგვას ეხებოდა ბრიფინგი  ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში. ქობულეთის საკრებულოს დეპუტატები და პარტიის წევრები, ყოფილ პრემიერ-მინისტრს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მათი განცხადებით, ასწლოვანი ხეების ტურისტული ზონიდან გატანა მუნიციპალიტეტში გამწვანების პრობლემას შექმნის და ეკოლოგიაზეც აისახება. გარდა ამისა ისინი ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პირადი მიზნებისთვის  სახელმწიფო რესურსის ხარჯვაშიც ადანაშაულებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი