პრემიერ-მინისტრი Gebrüder Weiss -ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

10 სექტემბერი 2022, 14:38 745 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ვოლფრამ ზენგერ-ვაისს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს.ხაზი გაესვა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს.აღინიშნა, რომ ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გარემოს პროგნოზირებადობაა და ამ მხრივ, საქართველო საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი