15 სექტემბრიდან საქართველოში ზარი უკრაინელი ბავშვებისთვისაც დაირეკება. უკრაინულ სექტორში მშობლიურ ენაზე საგნებს მოსწავლეებს უკრაინელი მასწავლებლები შეასწავლიან. უკრაინელი მოსწავლეების მისაღებად მზად არის ბათუმის მე-20 სკოლაც. საქართველოში ბოლო მონაცემებით, 14 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.