ენმ-ის განცხადება ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე

09 სექტემბერი 2022, 14:44 624 ნახვა

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე და კორუფციული გარიგებების ზრდის სტატისტიკაზე „ერთიან ნაციონალური მოძრაობის წევრებმა „ განცხადება გააკეთეს. პარტიის წევრები უესეიდი-ს  მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურნენ, რომელზე  დაყრდნობითაც ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე საგრძნობლად გაზრდილია. ბონდო თედორაძის განცხადებით, დღემდე გამოუძიებელია ზენითი-ალამბრის გზაზე 2017-18 წლებში ხეების ტრანსპორტირებისთვის არამიზნობრივად დახარჯული 888 ათას 231 ლარი, რომელიც აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, თუმცა აჭარის საგზაო დეპარტამენტის არამიზნობრივ ხარჯვაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუსრულებია. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ რომ, საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაასრულა. რა შედეგით დასრულდა მოკვლევა, უწყებისგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი