დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელისაბედ მეორემ ისტორიაში უნიკალური როლი დაიკავა: “ის იყო დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმსახურა.- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის განცხადებაში. სამეფო ოჯახს ინგლისს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერმაც. "დედოფალი ელიზაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერს ათწლეულების განმავლობაში, მას პატივს სცემდნენ, თაყვანს სცემდნენ და კარგად დაიმახსოვრებენ მომავალ თაობებს," - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.