ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის დასი პრემიერისთვის ემზადება. 86-ე თეატრალური სეზონი შაბათს საპრემიერო ჩვენებით ,, იავნანამ რა ჰქნა’’ გაიხსნება. ყველასთვის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით,მსახიობები ქეთოს ისტორიას თოჯინებით გადმოსცემენ, პატარა გოგო, რომელიც მშობლებისგან შორს გაიზარდა. მრავალი წლის შემდეგ შინ დაბრუნებული დედ-მამას ვეღარ ცნობს... მშობლები, მას სწორედ დედის მიერ ნამღერმა „იავნანამ“ გაახსენა. სპექტაკლზე რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა იმუშავა. საპრემიერო ჩვენების დაწყებამდე სეზონს 18:00 სათზე მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ჰიტებითა და თეატრალური ნომრით გახსნის. ბილეთების შეძენა თეატრის სალაროსა და Online Biletebi.ge- ზე შეგიძლიათ.