“შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ”- ბრიფინგი

08 სექტემბერი 2022, 15:09 658 ნახვა

შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ - ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი,- პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ქალმა დეპუტატებმა  კაც პოლიტიკოსებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს პრიორიტეტად გამოაცხადონ ფემიციდის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრიფინგი ფემიციდის პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ გამართეს. ბრიფინგზე "რესპუბლიკური პარტიის"თავმჯდომარემ პრემიერ- მინისტრს მოუწოდა გამოაცხადოს ფემიციდის პრობლემა ნომერ პირველ პრიორიტეტად.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი