რუსეთის იზოლირება შეუძლებელია. მოსკოვი გმობს დასავლეთის მცდელობებს ჩამოიშოროს რუსეთი მსოფლიო არენიდან -განცხადება ქალაქ ვლადივოსტოკში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა. რუსეთს სპეცოპერაციის დაწყების შედეგად არაფერი დაუკარგავს-აცხადებს პუტინი და მთავარ შენაძენად რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერებას ასახელებს. უკრაინაში შეჭრას მან მოვალეობა უწოდა, რომელსაც ბოლომდე შეასრულებს.