შეთანხმება ნონა გაფრინდაშვილსა და “ნეტფლიქსს" შორის

07 სექტემბერი 2022, 14:53 679 ნახვა

ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია - ასე შეაფასა ნონა  გაფრინდაშვილის ადვოკატმა  ნეტფლიქსთან მოგებული ბრძოლა.  ნეტფლიქსსა და მოჭადრაკეს შორის შეთანხმება შედგა.

ადვოკატებმა   მედიასთან ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი  გამართეს. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა შეთანხმების შინაარსზე არ საუბრობენ, რადგან  როგორც განმარტეს,   დეტალები მკაცრად კონფიდენციალურია.

სარჩელით გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა სიმართლე იცოდა, მაგრამ განზრახ დაამახინჯა.

საუბარია ორ გარემოებაზე: ერთი ის, რომ ნონა გაფრინდაშვილი რუსია და თითქოს მას კაცთან არ უთამაშია. მოჭადრაკე შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.  

აქვე ადვოკატმა განმარტა,  რომ ფილმი უცვლელი რჩება, პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა შეთანხმებით განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი