ნონა გაფრინდაშვილსა და “ნეტფლიქსს" შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

07 სექტემბერი 2022, 11:34 643 ნახვა

ნეტფლიქსი და ნონა გაფრინდაშვილი შეთანხმდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ჯერჯერობით უცნობია ის პირობები, თუ რა გადაწყვეტილებაა.

ნონა გაფრინდაშვილი შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

ჩვენ დავუკავშირდით ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატს. მისი თქმით, ამ თემაზე პრესკონფერენციას დღეს გამართავენ. 

სარჩელით გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა სიმართლე იცოდა, მაგრამ განზრახ დაამახინჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში