„ღირსეული პარტნიორი: წვრთნები

06 სექტემბერი 2022, 20:02 518 ნახვა

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სწავლებაში საქართველოს, ბრიტანეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე სადაზვერვო დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლის ამოცანა რეგიონში დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეიდი განახორციელეს და მოწინააღმდეგე ერთობლივი მოქმედებებით წარმატებით გაანეიტრალეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში