კონკურსი "ბი ნექსთი" - მოდის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებისთვის აჭარაში მეთხუტმეტედ ჩატარდა. დამწყები დიზაინერების კონკურსს წელს იტალიიდან და ინგლისიდან სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები აფასებდნენ. 100-მდე კონკურსანტიდან პირველ ტურში ჟიურიმ 23 საუკეთესო შეარჩია, გამარჯვებული კი მილანის დიზაინის აკადემიაში ერთწლიანი მასტერკლასს გაივლის. ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსში წელს ქართველებთან ერთად 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა.