პედაგოგი ხულოდან საუკეთესო მასწავლებლის ხუთეულშია

06 სექტემბერი 2022, 14:37 3347 ნახვა

პედაგოგი ხულოდან საუკეთესო მასწავლებლის ხუთეულში გადავიდა. მეკეიძეების სკოლის ინგლისურის მასწავლებელი ამბობს, რომ ხუთეულში მოხვედრას არ ელოდა და მისი კარიერისთვის ეს სტატუსი მნიშვნელოვანია.

როლანდ შავაძე 8 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მიწვეული ლექტორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დოქტორის საფეხურზე ლინგვისტიკის მიმართულებით თავადაც სწავლობს. სასკოლო პროცესში აქტიურად ჩართული ინგლისურის პედაგოგს ბავშვებთან მიდგომის განსაკუთრებული მეთოდები აქვს.  იგი პროგრამით გათვალისწინებული სწავლების პარალელურად საკუთარ თავზე სამოქალაქო აღზრდასაც იღებს.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ბავშვებთან მასწავლებელი დემოკრატიულ ღირებულებებსა და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებაზეც მუშაობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს დასახელდება. 

წელს უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ეროვნული ჯილდოს ხუთეული უკრაინის გლობალური ჯილდოს 2017-2021 წლების გამარჯვებულებმა დაასახელეს. 

გამარჯვებული 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. 5-5 ათას ლარს მიიღებენ ფინალში გადასული სხვა მონაწილეები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი