ევროკავშირის ახალი ელჩი პრეზიდენტს შეხვდა

05 სექტემბერი 2022, 17:34 755 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი