არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს წლის ბოლომდე ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების მოლოდინი არ აქვს, მეორე ნაწილი კი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკითხის გარშემო შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა მართავს, პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
ქართული ოცნების დეპუტატები კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ნაწილი საკომიტეტო მოსმენებში მაინც მიიღებს მონაწილეობას, იმისთვის, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი ინკლუზიური იყოს.