„დიდება უკრაინას!” - ამერიკელი, ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობენ.
კონფერენციის გახსნამდე უცხოელი პოლიტიკოსები პირადად გაეცნენ გამოწვევებს, რომლებიც სწორედ რუსეთის აგრესიის და საქართველოში შემოჭრის შედეგია.
კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. კონფერენციის მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინას.
აღნიშნეს, რომ 2008 წელს მსოფლიომ ვერ მოახერხა შეეჩერებინა რუსეთი საქართველოში, თუმცა მათივე თქმით, ახლა მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზე მაინც მოახერხონ.