დედაქალაქი ხვალიდან ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენციამდე ერთი დღით ადრე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და შედეგები საკუთარი თვალით ნახეს. მათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ 2008 წელს დასავლეთის სუსტი რეაგირების გამო წახალისდა რუსეთი, რომელიც ახლა უკრაინაში გენოციდს აწყობს.
ოძისის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.