რუსული სკოლა ბათუმში – განათლების სამინისტროს განმარტება

03 სექტემბერი 2022, 20:06 1148 ნახვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ School Club Georgia ავტორიზებული არ არის და მას საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

კომენტარი გააკეთა აჭარის განათლების მინისტრმაც. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, ბათუმში, ე.წ.რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში და რესურსცენტრში დოკუმენტაცია შესული არ არის.

როგორც ხაჯიშვილმა ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, თუ კანონმდებლობის დარღვევა დაფიქსირდება, სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი