საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავცელებს

02 სექტემბერი 2022, 17:25 849 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმაზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ფოკუსირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი