,,სწავლა საზღვარგარეთ“ - პროგრამის ფარგლებში 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს. პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს საშუალება აქვთ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით აიმაღლონ. წელს პირველად საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან.
ასევე, წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღვაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა. პროგრამის ბიუჯეტი მზარდია და წელს 800 ათასი ლარია.