მაღალი მოთხოვნა საგანმანათლებლო პროგრამებზე ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში  

02 სექტემბერი 2022, 12:12 1067 ნახვა

აჭარაში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში  საბაკალავრო პროგრამებზე გამოცხადებული ადგილების უმრავლესობა შეივსო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2022-2023  წლის საბაკალავრო პროგრამებზე 1 400  ადგილი იყო გამოცხადებული, აქედან სტუდენტის სტატუსი 1300-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.  

სასწავლებლებში აცხადებენ, რომ  წინა წლებთან შედარებით ეს რეკორდული მაჩვენებელია. 

პირველ ხუთეულში მოხვდა ისეთი პროგრამები, რომლებიც გასულ წლებში  ნაკლებად პრიორიტეტული იყო. ასეთია  ფსიქოლოგია, კომპიუტერული ტექნოლოგია, ისტორია და სამართალმცოდნეობა.  სახელწიფო 100 %-იანი დაფინანსებით  აქ 5 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

85 ახალი სტუდენტი ჰყავს  საბაკალავრო პროგრამაზე  ხელოვნების უნივერსიტეტს.

წელს აბიტურიენტთა უმრავლესობამ არჩევანი  განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეაჩერა. სასწავლებელში განმარტავენ, რომ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ  მაღალი ქულები, შემოქმედებით ტურში შეუძლიათ  შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება მიიღონ. რაც შეეხება ბათუმის საზღვაო აკადემიას, აქ ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ზუსტდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში