ხელვაჩაურის მერი ბათუმში სახლს უკანონოდ აშენებს - გამჭირვალობა საქართველოს კვლევა

01 სექტემბერი 2022, 15:01 2782 ნახვა

ხელვაჩაურის მერი ბათუმში სახლს უნებართვოდ აშენებს - კვლევას საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახლის მშენებლობა ზაზა დიასამიძემ მეუღლის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა. 

მათივე განმარტებით, ამ  საკარმიდამო ნაკვეთის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოსაყენებლად მათ მერიას მიმართეს და განცხადება დაკმაყოფილდა, თუმცა არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. 

ორგანიზაცია  ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საკითხის მოკვლევასა და შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვს და ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს არასრულად შევსებული დეკლარაციის გამო რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ზაზა დიასამიძე ორგანიზაციის კვლევას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პროექტი მერიასთან მშენებლობის დაწყებამდე ჰქონდა შეთანხმებული და სამშენებლო მოსაკრებელიც გადახდილი.

ხელვაჩაურის მერმა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პროექტის არცერთ ეტაპზე შესაბამისი ნებართვის გარეშე სამუშაოები არ განხორციელებულა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი