ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია ვიზიარისს წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდას და მომავალი წლის გეგმებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის ახალი ავიამიმართულებების დამატების კუთხით.