აჭარაში წელს 6000 ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. ფერმერები ამბობენ, რომ თხილის მოსავალი წელს ნაკლებია, თუმცა ხარისხი უკეთესია. აღნიშნავენ, რომ თხილის ჩაბარების ფასი დაბალია. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.