საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ შუახევსა და ხულოში გაიმართება. რაც პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, ფოლკლორულ კონცერტებსა და ლიტერატურულ სპექტაკლებს მოიცავს. უკვე გამოიცა ოთხი წიგნი, მათ შორის ერთი ქართულ - იტალიურ ენაზე. მომზადდა ვიდეო -რგოლები, რომელზეც მაღალმთიანი აჭარის ღირსშესანისავი ადგილები და ხედებია აღბეჭდილი. ფესტივალზე ბესო სოლომონაშვილის ფილმს- „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ აჩვენებენ. ფესტივალის მიზანი მაღალმთიანეთის პოპულარიზაციაა, შემოქმედებიოთი დღეები ხშირად ხელოვანებისთვის შთაგონების წყაროც გამხდარა. ფესტივალი წელს 23 სექტემბერს დაიწყება და ოთხი დღე ის განმავლობაში გაგრძელდება.