ბათუმის საახალწლო კონცერტისთვის შემსრულებელთა შერჩევაში მოქალაქეები ჩაერთვებიან

30 აგვისტო 2022, 16:27 1113 ნახვა

საახალწლო ნაძვის ხის შემდეგ, ბათუმელებს საშუალება აქვთ შეარჩიონ,  ის შემსრულებელი, რომელსაც საახალწლო კონცერტზე მოუსმენენ - ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. 

მათივე  ინფორმაციით, გამოკითხვა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და 2 სექტემბერს დასრულდება. 

სასურველი შემსრულებელი შემდეგ ჯგუფებს შორის უნდა შეირჩეს: "Incognito", "Al McKay’s" "EARTH", lWIND&FIRE Experience", "The Brand New Heavies", "De Phazz", "MF Robots".

ხმის მისაცემად უნდა გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე: https://forms.gle/C985pNgQfgEkxwRz8

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში