საქართველოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი.