საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბრალდება მერის მისამართით და არჩილ ჩიქოვანის პასუხი

30 აგვისტო 2022, 11:46 777 ნახვა

საკრებულოს  წევრი ნაციონალური მოძრაობიდან  ბათუმის მერს  საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. 

რეზო ხარაზის განცხადებით, უწყებისგან  „აჭარ-განათების“, მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობისა და  ქალაქის  გენერალური გეგმის შესახებ დეტალური ინფორაცია ერთი თვის წინ გამოითხოვა,  თუმცა მერიას ამ დრომდე პასუხი  არ გაუცია.

საკრებულოს წევრი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს  და პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით  მიმართავს.

საპასუხო კომენტარი გააკეთა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანი ბრალდებებს უარყოფს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი