ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ხანძრები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სოფლის მეურნეობაში არსებული საკითხები- ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც დღეს პრემიერმა ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა დასაქმებულთა ზრდაზე, ასევე იმ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.