ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებაზე გაამახვილეს ყურადღება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა .აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა, მათ შორის გრძელდება აქტიური ტურისტული სეზონი. შესაბამისად მინისტრების განცხადებით კვლავაც მაღალია დატვირთვა ტურისტულ ობიექტებზე, ამბობენ, რომ გაზრდილია ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობაც.